slide: ტრანსკავკასიური ბილიკი

ტრანსკავკასიური ბილიკი

იზრუნე გარემოზე, იზრუნე საფეხმავლო ბილიკების განვითარებაზე
აქ ალბათ იმისთვის ხარ, რომ აღმოაჩინო სხვადასხვა ორგანიზაცია , რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს ადამიანებსა და გარემოზე. კავკასიის კონსერვაციის კორპუსი ტრანსკავკასიური ბილიკის (TCT) რეგიონული პროგრამაა და თუ გარემოზე ზრუნვა, რეგიონის ტურისტული განვითარება და ლაშქრობა შენი ინტერესია, მისი მიზნები აუცილებლად დაგაინტერესებს. 

პროგრამა მიზნად ისახავს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული საფეხმავლო ბილიკების დაკავშირებით რეგიონი გახდეს ხელმისაწვდომი ადგილობრივი და უცხოელი მოგზაურებისთვის, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მოსახლეობას და შექმნას ახალგაზრდა გარემოსდამცველი ლიდერების ბაზა. ახალგაზრდა ლიდერები რეგიონში ტექნიკური რესტავრაციების, საფეხმავლო ბილიკების გეგმარების, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და კონსერვაციის პროგრამებს უხელმძღვანელებენ. 

პროგრამაში ჩართვა უკვე შესაძლებელია. ისინი ეძებენ საერთო ღირებულებებისა და ინტერესის ახალგაზრდებს, რომლებიც:

·        არიან 18-30 წლის და ცხოვრობენ საქართველოში 
·        შეუძლიათ ფიზიკურად გამომწვევი სამუშაოების შესრულება
·        შეუძლიათ სალაშქრო აღჭურვილობით გრძელი მანძილის გავლა 

შესაძლოა ეს გამოწვევა შენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს, თუ გაქვს სურვილი, გახდე რეგიონში პირველი გრძელმანძილიანი ბილიკის (1500 კმ) შექმნის მონაწილე და წვლილი შეიტანო საქართველოს დაცული ტერიტორიების ბილიკთა ქსელის განვითარებაში.

გარდა პროგრამაში უშუალო ჩართულობისა, ორგანიზაცია იღებს დონაციებს. ამიტომ, ნებისმიერი ფორმით შეგიძლია გარემოსდაცვით იდეებს დაუჭირო მხარი. 

იზრუნე გარემოზე, 
იზრუნე ახალგაზრდების განვითარებაზე