slide: ცოდნის კაფე

ცოდნის კაფე


პერსონალური ინფორმაცია

შენც ფიქრობ, რომ ცოდნა მთავარი და შესაძლოა, ერთადერთი ბერკეტია ქვეყნის განვითარებისთვის? თუ ასეა, შეგიძლია განათლების ხელშეწყობაში შენი წვლილი ახლავე შეიტანო.

„ცოდნის კაფე” სოციალური საწარმო და რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. თანამოაზრეებისგან მიღებული თანხა სრულად ხმარდება „ცოდნის ფონდსა” და არაფორმალური განათლების დაფინანსებას. 

ამ ეტაპზე, „ცოდნის კაფე” აერთიანებს თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფესა და არაფორმალური განათლების სივრცეს, რომლითაც წნორის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს. 

ამჟამად, „ცოდნის კაფე”, მისი არსებობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა — დონაციების მეშვეობითა და „მერსი ქორფსის” დაფინანსებით, განახლებული „ცოდნის კაფეს” მშენებლობა მიმდინარეობს. სივრცე გააერთიანებს არაფორმალური განათლების ცენტრს, თვითმობილიზების მუზეუმს, რობოტიკის სკოლას, მულტიმედია ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო ტერიტორიას, კაფეს, წიგნის მაღაზიასა და არტ რეზიდენციას, რომელიც საინტერესო სპიკერებს უმასპინძლებს. განახლებული საგანმანათლებლო სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონის გამოცოცხლებასა და გააქტიურებას; ახალგაზრდები შეძლებენ უკეთესი განათლების მიღებას, ახალი ინტერესების აღმოჩენას, განვითარებასა და სოციალიზაციას. 

ამ მნიშვნელოვან საქმეში „ცოდნის კაფეს” ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. შემოგვიერთდი — დადე შენი აგური „ცოდნის კაფეს” ასაშენებლად და იზრუნე განათლებაზე. 
ამ მნიშვნელოვან საქმეში „ცოდნის კაფეს” ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

ამ მნიშვნელოვან საქმეში „ცოდნის კაფეს” ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

შემოგვიერთდი — დადე შენი აგური „ცოდნის კაფეს” ასაშენებლად და იზრუნე განათლებაზე.