slide: ვიზიონერი

ვიზიონერი

გახდი ვიზიონერი - იზრუნე განათლებაზე
ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ უზრუნველყოფილი მომავლის შესაქმნელად უალტერნატივო საშუალება განათლებაა, განათლებული საზოგადოება კი ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობა. 

სამწუხაროდ, დღეს ყველა ახალგაზრდას არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე. არადა წარმოიდგინე, ცნობისმოყვარე, ენერგიული ადამიანი, რომელიც ცოდნას არის მოწყურებული, თვითგანვითარებისა და შემეცნებისკენ ისწრაფვის, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს განათლების მიღებას. 

სწორედ ასეთი ისტორიები დგას იმ მეგობრების უკან, რომლებმაც დააფუძნეს საგანმანათლებლო ფონდი ‘’ვიზიონერი’’. მათ საერთო ღირებულებები აქვთ და სჯერათ, რომ განათლებას შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს როგორც ინდივიდუალური, ისე ქვეყნის მომავალი. ფონდის დამფუძნებლები ახლა მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ სხვადასხვა წარმატებულ კომპანიაში, მაგრამ ახსოვთ  განვლილი გზა, სირთულეები, რომლებსაც სწავლის პროცესში აწყდებოდნენ და ის გულითადი ადამიანები, რომელთა ფინანსური დახმარების გარეშე გაუჭირდებოდათ წარმატების მიღწევა.  

მეგობრები არ შემცდარან, მათ მართლა შეცვალეს 16 ახალგაზრდას ცხოვრება უკეთესობისკენ. ფონდის ბენეფიციარები ვიზიონერები არიან, ერთი შეხედვით განსხვავებული ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი საერთო აქვთ - ცოდნის სიყვარული და განვითარებისკენ სწრაფვა. 

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, კიდევ ბევრი მონდომებული ახალგაზრდას ცხოვრებაა შესაცვლელი და რაც მთავარია, შენც შეგიძლია, ამის ნაწილი გახდე. იზრუნე, რომ ყველა მონდომებულმა ახალგაზრდამ შეძლოს სათანადო განათლების მიღება. იზრუნე ყველაზე მნიშვნელოვანზე და შეცვალე ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.