slide: Warm hands თბილი ხელები

Warm hands თბილი ხელები

იზრუნე მოხუცებზე

არავინ იცის, როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება წლების შემდეგ. ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც საკუთარი სახლი, ოჯახი და საქმიანობა ჰქონდათ, ზოგჯერ სიბერეში სრულიად მარტო, საცხოვრებლისა და ახლობლების თანადგომის გარეშე რჩებიან.

სწორედ ასეთ ხანდაზმულებზე ზრუნვის მოტივით შეიქმნა მოხუცებულთა თავშესაფარი „თბილი ხელები“ - ადგილი, სადაც უსახლკარო ადამიანებს უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობენ.

დღეს თავშესაფარში 12 ხანდაზმული ცხოვრობს - 5 ქალი და 7 კაცი.  თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია, გამოცდილება და სურვილები აქვს. აქ მათ ყოველდღიურად საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავშესაფრის გუნდი ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები თავს მშვიდად, დაცულად და მნიშვნელოვნად იგრძნობენ; სადაც ყოველთვის მოიძებნება დრო საუბრისა და ურთიერთგაგებისთვის.

მათ ყოველდღიურობაზე ზრუნვა მუდმივ ძალისხმევასა და რესურსებს მოითხოვს. საზოგადოების თანადგომა კი თავშესაფარს ეხმარება, ხანდაზმულთა საჭიროებები უზრუნველყოს და შეინარჩუნოს ის გარემო, რომელიც მათთვის უკვე სახლად იქცა.

მხარი დაუჭირე „თბილ ხელებს“ და იზრუნე, რომ ამ ადამიანებმა სიბერე მშვიდ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატარონ.


GE91BG0000000589535296